ეიდის დაავადება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეიდის დაავადება – უცნობი ბუნების დაავადება, რომელიც ხასიათდება თვალის კაკლის უკან მდებარე წამწამოვანი განგლიების პარასიმპათიკური ნეირონების დეგენერაციით, რაც იწვევს გუგებისა და წამწამოვანი კუნთების ინერვაციის მოშლას. ვლინდება ახალგაზრდა ქალებში მხედველობის ბუნდოვანებით, ცალ თვალზე გუგის გაფართოებისა და აკომოდაციის დამბლის შედეგად. ავადმყოფთა უმრავლესობას აღენიშნებათ აგრეთვე მყესოვანი რეფლექსების გაქრობა ფეხებზე. დროთა