ხორხის ხრტილების პერიქონდრიტი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ხორხის ხრტილების პერიქონდრიტი – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ხრტილსაზრდელას ანთება, რომელიც განპირობებულია ხორხის ტრამვით, მწვავე (გრიპი, ტიფი) ან ქრონიკული (ტუბერკულოზი, სიფილისი) ინფექციებით. შეიძლება განვითარდეს ხორხის კიბოს დროს, კერძოდ სხივური თერაპიის შედეგად, როდესაც ის უხშირესად მიმდინარეობს ხრტილის ანთებასთან ერთად (ქონდროპერიქონდრიტი). სიმპტომები. ტკივილები ყლაპვის და საუბრის დროს,