ჰანოს დაავადება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰანოს დაავადება – ბრინჯაოს დიაბეტი. ეემოქრომატოზი. საფუძვლად უდევს ჰემოსიდერინისა და ჰემოფუსცინის ჩალაგება შინაგან ორგანოებსა და კანში. ეტიოლოგია უცნობია. დამახასიათებელია ადისონის დაავადების მაგვარი კანის ჰიპერპიგმენტაცია (რაც უკანასკნელთან განსხვავებით ლორწოვანებზე არ აღინიშნება), ჰიპერგლიკემია პანკრეასის ციროზულიგადაგვარების გამო, აგრეთვე ღვიძლის გადიდება (პიგმენტური ციროზი), სპლენომეგალია, შარდში მომატებულია პორფირინის შემცველობა, სისხლში რკინის რაოდენობა.