ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია
ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია – ენდომეტრიუმის სტრომისა და ჯირკვლების მორფოლოგიური ცვლილებებია, რომელიც განპირობებულია აბსოლუტური ან შეფარდებითი ჰიპერესტროგენიით. ენდომეტრიუმის ადენოკარცინომის განვითარების საშიშროება მკვეთრად კორელირებს ჰიპერპლაზირებული ენდომეტრიუმის უჯრედებში ატიპიის არსებობასთან და მის გამოხატულებასთან. გამოვლენის ხარისხის მიხედვით, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია კლასიფიცირდება შემდეგნაირად: ჯირკვლოვანი ჯირკვლოვან-კისტოზური ატიპიური, რომელშიც გამოყოფენ დიფუზურ და კეროვან ფორმებს ენდომეტრიუმის პოლიპები ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიის პირველი ორი ფორმა გამოირჩევა ჯირკვლების კისტოზურად გაფართოებით