Tag Archives: ადენოვირუსი

ადენოვირუსი

ადენოვირუსი (adenovirus) – ხერხემლიანთა დნმ-შემცველი ვირუსი, არ გააჩნია ლიპოპროტეინული გარსი, დიამეტრი 70-90 ნმ, შეიცავს ორჯაჭვიან დნმ-ის მოლეკულას (მოლეკულური მასა 20-29 х 106). მეტად გავრცელებულია, მწვავე რესპირატორული დაავადებების გამომწვევი ადენოვირუსები. ადენოვირუსების მაგალითზე პირველად იყო აღმოჩენილი ალტერნატიული სპლაისინგის მოვლენა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

არგენტინული ჰემორაგიული ცხელება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არგენტინული ჰემორაგიული ცხელება – ბუნებრივ – კეროვანი ინფექციური დაავადება, რომელიც პირველად აღმოჩენილი იქნა არგენტინაში და რომელსაც იწვევს ადენოვირუსი ხუნინი; ხასიათდება ცხელებით, პეტექიალური გამონაყრით, ლორწოვანი გარსების სისხლდენით, მიალგიებით. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

ადენოვირუსული კერატოკონიუნქტივიტი

ლალი დათეშიძე ადენოვირუსული კერატოკონიუნქტივიტი – (თვალის დაავ.) ეტიოლოგია. 8 ტიპის ადენოვირუსი. დაავადება ძალიან კონტაგიოზურია, ხშირად იძლევა ეპიდემიურ აფეთქებებს. სიმპტომები. დაავადება იწყება მწვავედ. ვლინდება ქუთუთოების კონიუქტივისა და გარდამავალი ნაკეცების ჰიპერემია და შეშუპება, მრავალი ზედაპირული ფოლიკული. გამონადენი მწირია. ზოგჯერ კონიუნქტივაზე წარმოიქმნება აპკები, რომლებიც უკვალოდ ქრებიან. ციტოლოგიური გამოკვლევით ეპითელიუმის პროტოპლაზმაში ვლინდება დამახასიათებელი ჩანართები. დაავადების დაწყებიდან 7 – 8

Read More

ადენოვირუსები

ლალი დათეშიძე ადენოვირუსები – ადამიანის ადენოიდებსა და ნუშურებში აღმოჩენილი ვირუსების ჯგუფი; იწვევენ კონიუნქტივიტს, ზემო სასუნთქი გზების ანთებას, პნევმონიას, გასტროენტეროკოლიტს და სხვ. ხშირად კი უმოქმედონი არიან. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილებთ! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები