საჭმლის მომნელებელი ლულის ადვენტიციური გარსი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საჭმლის მომნელებელი ლულის ადვენტიციური გარსი – (tunica adventitialis ლათ. adventicus – გარეთა) გარეთა გარსი, წარმოქმნილი ფაშარი უფორმო ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც ჭარბად შეიცავს სისხლძარღვებსა და ნერვებს. მკვეთრი საზღვრის გარეშე სხვა გვერდით მდებარე ორგანოთა შემაერთებელ ქსოვილებში გადადის. ასრულებს დამცველობით, მექანიკურ ფუნქციებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და