Tag Archives: ადინამიით

სითბური დაკვრა

სითბური დაკვრა – მწვავედ განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ორგანიზმის თერმორეგულაციის დარღვევით მასზე ჰაერის მაღალი ტემპერატურის ან ინფრაწითელი გამოსხივების (სითბური) ხანგრძლივი ზემოქმედებით; ხასიათდება სხეულის ტემპერატურის მომატებით, გაძლიერებული ოფლდენით, პულსისა და სუნთქვის გახშირებით, თავის ტკივილით, გულისრევითა და ღებინებით, ადინამიით, გულის წასვლით, ხოლო მძიმე შემთხვევებში  –  ფსიქომოტორული აგზნებით, კრუნჩხვებით, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია.

Read More

პერინატალური ენცეფალოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერინატალური ენცეფალოპათია – კრებითი ტერმინი თავის ტვინის ეტიოლოგიის მიხედვით სხვადასხვა ან წარმოშობის მიხედვით დაუზუსტებელი არაანთებითი დაზიანებების აღსანიშნავად, რომელიც ვითარდება ნაყოფში მშობიარობისას, ან მის წინა პერიოდში. მწვავე პერიოდში პერინატალური ენცეფალოპათია ვლინდება მომატებული ნეირორეფლექტორული აგზნებადობით, მოდუნებით, ადინამიით, ცნობიერების დათრგუნვით კომამდე, ეპილეფსიური შეტევებით. მსუბუქ შემთხვევებში სიმპტომები რეგრესირდება რამდენიმე კვირის ან

Read More

დერკუმის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დერკუმის დაავადება – (F. X. Dercum, ამერ. ნევროპათ. და ფსიქიატრი; სინ.: დერკუმის სინდრომი, მტკივნეული ლიპომატოზი) ნეიროენდოკრინული დაავადება, რომლის დამახასიათებელი ნიშანია კანქვეშა უჯრედისში მრავლობითი მტკივნეული ლიპომების ან დიფუზურ – ლოკალიზებული ცხიმოვანი წარმონაქმნების განვითარება. დაავადება გვხვდება შედარებით იშვიათად; ავადდებიან უპირატესად ქალები პოსტკლიმაქტურ პერიოდში, იშვიათად – მამაკაცები; დაავადება ვითარდება ნელა;

Read More

დეპრესია ანაკლიტური

დეპრესია ანაკლიტური – (depressio anaclitica; ბერძ. anaklitos დასაყრდენი) პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება ბავშვებში 6 – 12 თვის ასაკში დედასთან განშორებისას და ცუდ პირობებში ყოფნისას; ვლინდება ადინამიით, ანორექსიით, გარე გამღიზიანებლებზე რეაქციების დაქვეითებით, ან სრული გაქრობით, მოტორიკისა და ფსიქიკის განვითარების შეფერხებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი