Tag Archives: აირთა

ფილტვის აცინუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის აცინუსი – (acinus pulmonalis ლათ.pulmo, pulmonis  –  ფილტვი)   ფილტვის რესპირაციული ნაწილის (portio respiratoria pulmonis) სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეული, რომელიც შედგება რესპირაციული ბრონქიოლის, ალვეოლების სავალისა და ალვეოლათა პარკების კედლებში განლაგებულ ალვეოლათა სისტემისაგან, რომ­ლებიც ახორციელებენ აირთა ცვლას სისხლსა და ალვეოლების ჰაერს შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

სინციტიური ტროფობლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინციტიური ტროფობლასტი – (syncytiotrophoblastus, syn­trophoblastus) ადამიანის ჩანასახის ტროფობლასტის გარეთა სიმპლასტური ნაწილი, რომელიც იმპლანტაციის პროცესში წარ­მოიქმნება და მკვეთრად გამოხატული ჰიდროლიზური და ინვაზიური თვისებების გამო უზრუნველყოფს იმპლანტაციას. იმპლანტაციის პროცესში ბლასტოციტის პირველადი ტროფობლასტი (ციტოტრო­ფობლასტი  –  cytotrophoblastus) ლორწოვან გარსთან შეხების ადგილას გარდაიქმნება პლაზმოდიოტროფობლასტად  –  ინვაზიურ პლაზმოდიუ­მად, ტროფობლასტს ზედაპირზე უვითარდება გამონადრეკები  – 

Read More

რესპირაციული ნაწილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რესპირაციული ნაწილი – ფილტვის ნაწილი, რომელშიც მიმდინარეობს აირთა ცვლა, სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეულია  –  აცინუსი .  (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოქსიგენერატორები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოქსიგენერატორები – მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსტრაკორპორალურ აირთა ცვლას ვენური სისხლის ჟანგბადით გაჯერების გზით ან ნახშირმჟავა გაზის მოცილებით; ზოგჯერ მათ უწოდებენ ხელოვნურ ფილტვებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მეტეორიზმი

მეტეორიზმი – 1. ნაწლავებში აირთა დაგროვება, მუცლის შებერვა, ბოყინი, შეტევითი ტკივილები. 2. მუცელში შებერვის, სიმძიმის შეგრძნება, რომელიც დაკავშირებულია ნაწლავებში აირების წარმოქმნის მომატებასთან, იშვიათად ჰაერის გადაყლაპვასთან. ზოგიერთ შემთხვევებში, მეტეორიზმი შეიძლება განვითარდეს ნაწლავის კედლის მიერ აირების შეწოვის დარღვევის შედეგად, მათი (აირების) ნორმალური წარმოქმნის ფონზე. ეს სიმპტომი აღენიშნებათ ავადმყოფებს წვრილი და მსხვილი ნაწლავის დაზიანებისას, პორტული ჰიპერტენზიით მიმდინარე ღვიძლის

Read More