აკნე (ფერიმჭამელა, acne, comedone) თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია. იგი უმეტესად წარმოიქმნება პუბერტულ პერიოდში. აკნე ხასიათდება ცხიმოვანი ჯირკვლების ჩირქოვან-ანთებითი დაზიანებით. აკნეს ფორმირებას საფუძვლად უდევს ცხიმის ჯირკვლების სადინრების დახშობა. ეს იწვევს კანის ცხიმის შემდგომ შეგუბებას სადინარებში და ხელს უწყობს იქ არსებული ჩირქმბადი მიკრობების აქტივაციას, ანთების განვითარებასა და პუსტულიზაციას. აკნეს განვითარების პროცესი ჩვეულებრივ ლოკალიზებულია სახეზე (შუბლი,