ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრიტცშე – კლებსის სინდრომი – ძირითადი ნიშანია აკრომეგალია. დაავადებას საფუძვლად უდევს ჰიპოფიზის მიერ სომატოტროპული ჰორმონის ჭარბი პროდუქცია ჰიპოფიზის წინა ნაწილის ჰიპერპლაზიის ან ადენომის ნიადაგზე. დამახასიათებელია ხელის მტევნების, ფეხის ტერფების, ცხვირის, ტუჩების, ქვედა ყბის და შინაგანი ორგანოების გადიდება. თუ დაავადება განვითარდა ზრდის დასრულებამდე, ვითარდება გიგანტიზმი. შესაძლოა სხვა ჰორმონული
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოდრის სინდრომი – ანომალიათა მემკვიდრეობითი კომპლექსი, გადაცემის ავტოსომურ – რეცესიული ან ავტოსომურ – დომინანტური ტიპი: კანის გასქელება და დანაოჭება, უპირატესად თავის თმიან ნაწილზე, შესაძლოა თან სდევდეს ჭკუასუსტობა (ავტოსომურ – დომინანტური გზით გადაცემის შემთხვევაში), აკრომეგალია და თვალის რქოვანის კლეიკომა. ვლინდება ჩვეულებრივ მოზრდილებში. პროგნოზი კეთილსაიმედოა. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროენდოკრინული სინდრომი – ენდოკრინულ – ცვლითი დარღვევების ჯგუფი, რომლებიც დაკავშირებული არიან ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევეასთან. ამ ჯგუფში შედის ჰიპოთალამური ჰიპოგონადიზმი, ჰიპერპროლაქტინემია, ადიპოზურ – გენიტალური დისტროფია, იცენკო – კუშინგის დაავადება, აკრომეგალია, უშაქრო დიაბეტი, ჰიპოპიტუიტარიზმი და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი