Tag Archives: ალბუმინების

ჰიპოალბუმინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოალბუმინემია – სისხლის შრატში ალბუმინების შემცველობის შემცირება. აღინიშნება ნეფროზული სინდრომის (გლომერულონეფრიტი, ამილოიდოზი, შაქრიანი დიაბეტი), ღვიძლის უკმარისობის (ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი), შიმშილობის, რბილი ქსოვილების მნიშვნელოვანი დაზიანებების დროს (დამწვრობა, აბსცესები), ასევე თირკმელების უკმარისობის და სხვ. დაავადებების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შტოფერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტოფერის სინდრომი – თირკმლის სიმსივნით (ჰიპერნეფრომა) ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციების დარღვევა. ნიშნები: ანორექსია, სისუსტე, სიგამხდრე, ჰიპოტენზია, ღვიძლის გადიდება, უფრო იშვიათად ელენთის გადიდება, ტუტე ფოსფატაზის აქტიობის მომატება, ალბუმინების დონის დაკლება და ალფაორი გლობულინების მომატება სისხლში, დადებითი რეაქცია ბრონსულფანზე. სიმსივნის მოცილების შემდეგ ყველა ნიშანი ქრება. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More

ნეფროზული სინდრომი

ნეფროზული სინდრომი

ნეფროზული სინდრომი, ნეფროზული სინდრომის ეტიოლოგია, ნეფროზული სინდრომის მკურნალობა >>>

Read More

ანალბუმინემია

ანალბუმინემია – (analbuminaemia; ან – + ალბუმინი + haima სისხლი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ალბუმინების ბიოსითეზის დეფექტით და ხასიათდება მათი კონცენტრაციის დაქვეითებით სისხლში; ვლინდება დაღლილობით, სისუსტით, ტერფების პერიოდული შეშუპებით; გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი