Tag Archives: ამოცანის

ამოცანის ანალიზი

ამოცანის ანალიზი – შესასრულებელი სამუშაოს დეტალური შესწავლა საჭირო სპეციფიკური ჩვევების განსასაზღვრავად, სამუშაოს აღწერა და მისი სპეციფიკაცია. ისინი ასახავენ სპეციალურ მოვალეობებსა და ჩვევებს, რომლებიც საჭიროა სამუშაოს შესასრულებლად. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ალგორითმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ალგორითმი – (ინტ.) algorithm – ზუსტად განსაზღვრული პროცედურების, წესების ან ბრძანებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს დასახული ამოცანის გადაწყვეტას სასრული რაოდენობის ბიჯების საშუალებით. თავდაპირველად ეს ტერმინი მხოლოდ კომპიუტერულ პროგრამირებაში გამოიყენებოდა. ამჟამად, მას ფართოდ იყენებენ ნებისმიერი, ცალსახად განსაზღვრული პროცესის აღსაწერად.