Tag Archives: ანაზღაურების

კომერციული აქტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კომერციული აქტი – 1. ოფიციალური დოკუმენტი, ჩანაწერი, ოქმი. 2. დოკუმენტი, რომელიც დგება დანიშნულების პუნქტში ტვირთის დანაკლისის, დაზიანების ან გაფუჭების აღმოჩენის შემთხვევაში. კომერციული აქტი არის ტვირთის მიმღების მხრიდან ზარალის ანაზღაურების შესახებ პრეტენზიების წამოყენების საფუძველი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დაზღვევის ხელშეკრულება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დაზღვევის ხელშეკრულება – შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ერთ – ერთი მხარე (მზღვეველი) კისრულობს ვალდებულებას პირობითი ანაზღაურების (სადაზღვევო პრემია) სანაცვლოდ აანაზღაუროს მეორე მხარის (დამზღვევის) ზარალი, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხიფათებისა და შემთხვევითობების შედეგად მიადგა დაზღვეულ ობიექტს. ყველა ქვეყანაში სადაზღვევო ხელშეკრულების არსებობა და შინაარსი დამტკიცებადი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი მტკიცებულობებით

Read More