Tag Archives: ანევრიზმების

სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა – (ნერვ. დაავ.) ვითარდება თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმების გასკდომის შედეგად. სიმპტომები. დამახასიათებელია უეცრად განვითარებული მკვეთრი თავის ტკივილი, ღებინება, აგზნებადობა. სწრაფად ვითარდება მენინგეალური სინდრომი (იხ.). ჩვეულებრივ ტემპერატურა მატულობს მე – 2 – მე – 3 დღეს. ზურგის ტვინის სითხეში ჩნდება ახალი სისხლის მინარევი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

მღვიმოვანი სინუსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მღვიმოვანი სინუსის სინდრომი – (syndromum sinus cavernosi) სრული ოფთალმოპლეგიის შერწყმა შუბლისა და თვალბუდის არეში ტკივილებთან, რაც განპირობებულია თვალის მამოძრავებელი, განმზიდავი და თვალის ნერვების დაზიანებით, რომლებიც გაივლიან ტვინის მაგარი გარსის მღვიმოვანი სინუსის ლატერალურ კედელში; აღინიშნება ჰიპოფიზის სიმსივნის, კრანიოფარინგიომის, ბაზალური მენინგიომების, შიგა საძილე არტერიის ანევრიზმების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

გულის ანევრიზმა

გულის ანევრიზმა – მიოკარდიუმის ინფარქტი შემთხვევათა 10 – 15% – ში რთულდება ანევრიზმის განვითარებით. პოსტინფარქტული ანევრიზმების უდიდესი ნაწილი მდებარეობს მარცხენა პარკუჭის წინა კედელზე, გულის მწვერვალთან. იშვიათად ანევრიზმის მიზეზია ტრავმა, რევმატიზმი. სიმპტომები, მიმდინარეობა – მცირე ზომის ანევრიზმები (4 სმ – ზე ნაკლები) შესაძლებელია მიმდინარეობდნენ უსიმპტომოდ. როგორც წესი, ადგილი აქვს მიოკარდის ფუნქციის დარღვევებს, განპირობებულს ძირითადი დაავადებებით. აღინიშნება გულის

Read More