Tag Archives: ანემია

ლინიაკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლინიაკის სინდრომი – მემკვიდრეობითი დაავადება, გამოწვეული ცისტინის ცვლის დარღვევითა და მისი კრისტალების ჩალაგებით ძვლის ტვინის რეტიკულურ უჯრედებში, ღვიძლში, ელენთაში და ლიმფურ სისტემაში და ასევე რქოვანას უჯრედებსა და კონიუნქტივაში. დამახასიათებელია ზრდაში ჩამორჩენა, ძვლებში რაქიტისებური ცვლილებების განვითარება, მხედველობის დარღვევა, ამინოაციდურია, გლიკოზურია, ჰიპოფოსფატემია და ანემია. მემკვიდრეობითი გადაცემა რეცესიული ტიპით. სინონიმები:

Read More

ლიმფოგრანულომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფოგრანულომატოზი – ლიმფური სისტემის პირველადი სიმსივნური დაავადება, რომელსაც თან სდევს ლიმფური კვანძების, იშვიათად ელენთისა და სხვა ორგანოების გადიდება. დაავადების სიმპტომები საკმაოდ მრავალფეროვანია. ყველაზე ხშირად დაავადების პირველ ნიშნებს მიაკუთვნებენ ლიმფური კვანძების გადიდებას, განსაკუთრებით კისრის და ლავიწზედა მიდამოში, უპირატესად მარჯვნივ. ლიმფური კვანძები მკვრივია, მოძრავნი, ელასტიურები, არ არიან შეხორცებულნი კანთან,

Read More