Tag Archives: ანთებას

კბილის მწვავე ტკივილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კბილის მწვავე ტკივილი – თავისთავად წარმოქმნილი ტკივილის შეტევები კბილში, რომელიც ხშირად ირადირებს ყურში ან საფეთქელში; დაკავშირებულია პულპის ანთებასთან. მუდმივი, ერთი კბილის მიდამოში ლოკალიზებული ტკივილი, არაიშვიათად პულსირებადი, რომელიც ძლიერდება კბილზე შეხებისას, უკავშირდება მწვერვალახლო ქსოვილების ანთებას. კბილის მწვავე ტკივილი შესაძლებელია განპირობებული იყოს პაროდონტიტით, რომლის გამწვავებას ახლავს პაროდონტული აბსცესების განვითარება.

Read More

დიპლოკოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიპლოკოკი – (Diplococcus). ბაქტერიების გვარი Lactobacteriaceae – ს ოჯახისა. სფერული, წყვილ – წყვილად ან ძეწკვისებურად განლაგებული გრამდადებითი ბაქტერიები. გვარში არის ერთადერთი სახეობა D. pneumoniae (Pneumococcus). დიპლოკოკი იწვევს ფილტვის კრუპოზულ ანთებას. დიპლოკოკის გრამუარყოფითი ფორმები გამოყოფილია ცალკე გვარად (Neisseris) და ოჯახად (Neisseriaceae). [“1”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More