Tag Archives: ანთების

C – რეაქტიული ცილა

C – რეაქტიული ცილა – (სინ.: ფაზური ცილა, ანთების მწვავე ფაზის ცილა) – ცილა, რომლის შემცველობა სისხლში მნიშვნელოვნად მატულობს ანთების მწვავე ფაზაში და წარმოადგენს ანთებითი პროცესის ინტენსივობისა და ქსოვილოვანი დაზიანების მაჩვენებელს.

აბსცესი პარაურეთრული

აბსცესი პარაურეთრული – (abscessus paraurethralis) შარდსადენის გარემომცველ ქსოვილებში ლოკალიზებული აბსცესი; წარმოიქმნება მაგ. მამაკაცებში შარდსადენის ჯირკვლების ანთებისას, ქალებში – პარაურეთრული ხვრელის დაცობისა და ინფიცირებისას.