Tag Archives: ანომალია

პიელოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიელოგრაფია – (<ბერძნ. pyelos – გობი და … გრაფია), თირკმლების გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი, რომლის დროსაც რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები შეჰყავთ თირკმლის მენჯში. პიელოგრაფიის დროს გადაღებული სურათების სერია საშუალებას იძლევა თირკმლებსა და საშარდე გზებში დავადგინოთ პათოლ. ცვლილებების (მდებარეობის ანომალია, კენჭები, ანთებითი და სიმსივნური დეფორმაცია და სხვ.) ხასიათი და ლოკალიზაცია. [“1”]

Read More

პეტერსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პეტერსის სინდრომი – (A. Peters, გერმ. ოფთალმოლოგი) განვითარების მემკვიდრეობითი ანომალია: რქოვანას უკანა ზედაპირის დეფექტი ცენტრალურად მდებარე ლიბრით, რასაც თან ახლავს თვალის წინა საკნის გაბრტყელება; ხშირად შერწყმულია განვითარების სხვა ანომალიებთან, მაგ. მგლის ხახასთან, ნაწლავის ატრეზიასთან; სავარაუდოდ გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიური ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More