Tag Archives: ანტისხეულების

ციტოტოქსინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტოქსინი – ანტისხეულების განსაკუთრებული სახე, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს; განასხვავებენ ლეიკოტოქსინებს, რომლებიც აზიანებენ ლეიკოციტებს, ჰემოლიზინებს – აზიანებენ ერითროციტებს და ა. შ. გამოიყენებიან კლინიკურ პრაქტიკაში შრატების სახით უჯრედთა სტიმულაციისათვის ან დათრგუნვისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შრატისმიერი დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი დაავადება – 1. ალერგიული დაავადება, რომელიც ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო ან პროფილაქტიკური მიზნით შრატის შეყვანის შედეგად. დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს იმუნური მექანიზმები ანტისხეულების და ანტიგენის ურთიერთქმედებით. ავადდებიან უხშირესად მოზრდილები. სიმპტომები. დაავადება იწყება შრატის შეყვანის ადგილზე ქავილისა და დისკომფორტის გაჩენით. შრატის შეყვანის გაგრძელების შედეგად დაავადება სწრაფად პროგრესირებს,

Read More

სისხლის ჯგუფები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის ჯგუფები – 1. ერთი ბიოლოგიური სახეობის არსების სისხლის იმუნოგენეტიკური ნიშანი. ერთი სისხლის ჯგუფის მქონე არსებები განსხვავდებიან სხვა სისხლის ჯგუფის მქონეთაგან მათ ლეიკოციტებში, ერითროციტებში, სისხლის პლაზმაში, ქსოვილებსა და ბილოგიურად აქტიურ სითხეებში გარკვეული ანტიგენების არსებობით ან არარსებობით. სისხლის ჯგუფებს განსაზღვრავენ ჰემაგლუტინაციის რეაქციით.2. სისხლის ჯგუფები – იმუნოგენეტიკური ნიშნების ერთობლიობა,

Read More

სეროლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეროლოგია – იმუნოლოგიის დარგი. შეისწავლის სისხლის შრატის ანტისხეულების ანტიგენებთან ურთიერთქმედებას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სეროკონვერსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეროკონვერსია – (ლათ. serum – შრატი და conversio – გარდაქმნა, ცვლილება)ინფექციის ან იმუნიზაციის გამო შრატში სპეციფიკური ანტისხეულების გაჩენა იმ რაოდენობით, რაც საშუალებას იძლევა მათი გამოვლენისა თანამედროვე იმუნოლოგიური მეთოდების დახმარებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა