Tag Archives: აორტის

საზმენის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საზმენის სიმპტომი – (S.  Suzman,  ინგლ. კარდიოლოგი) პულსაციის გაჩენა ნეკნთაშორის არტერიებზე და ზურგის არტერიების  ფეხზე მდგარი ავადმყოფის ძლიერი დახრისას; ნიშანია აორტის კოარქტაციისა, რაც განპირობებულია მასზე ზეწოლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პულსი პრეკაპილარული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პულსი პრეკაპილარული – (pulsus praecapillaris; სინ.: კვინკეს პულსი, კვინკეს სიმპტომი, კაპილარული პულსი) ფრჩხილის საწოლის პროქსიმალური ნაწილის ფერის რიტმული ცვლილება, სინქრონული არტერიულ პულსთან; წარმოადგენს აორტის სარქვლის უკმარისობის სიმპტომს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა