Tag Archives: აპკი

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი)

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი) – (თვალის დაავ.) კონიუნქტივის სამკუთხედის ფორმის ნაკეცი, რომელიც გადადის რქოვანაზე შიგნითა, იშვიათად გარეთა მხრიდან. ზრდა ნელა მიმდინაეობს. მხედველობა უარესდება, როდესაც ფრთისებრი აპკი აღწევს გუგის მიდამოს. ეტიოლოგია. ქარით, მტვრით, მძაფრი ანაორთქებისგან და ა.შ. კონიუნქტივის ქრონიკული გაღიზიანება. ცრუ პტერიგიუმი, რომელიც რქოვანაზე გადადის ნებისმიერი მხრიდან, წარმოიქმნება კონიუნქტივის ნაკეცის რქოვანას დაზიანებულ ზედაპირთან (წყლული, დამწვრობა) შეხორცების შედეგად.

Read More

პნევმორეტროპერიტონეუმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პნევმორეტროპერიტონეუმი – (ბერძ. Pneuma ჰაერი + ლათ. Retro უკან + ლათ. Peritoneum მუცლის აპკი, პერიტონეუმი; სინ.: პრესაკრალური ემფიზემა, რეტროპნევმოპერიტონეუმი) რეტროპერიტონეული სივრცის აირით გავსება. ხელოვნურ პნევმორეტროპერიტონეუმს მიმართავენ დიაგნოსტიკური მიზნით. იშვიათად აირი შესაძლოა მოხვდეს რეტროპერიტონეულ სივრცეში ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More