Tag Archives: ართროზი

კოსტენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოსტენის სინდრომი – საფეთქელ – ქვედა ყბის სახსარში პათოლოგიური ცვლილებების შერწყმა თავის, სახის, ყურის, ტკივილთან, სმენის დაქვეთებასთან, თავბრუსხვევასთან. ძირითადი მიზეზები: პათოლოგიური თანკბილვა, საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის მადეფორმირებელი ართროზი ან ტრავმა, მძიმე ბრუქსიზმი, საღეჭი კუნთების მტკივნეული დისფუნქცია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More

დოიჩლენდერის დაავადება

დოიჩლენდერის დაავადება – წინატერფის ძვლების დაზიანება სტატიკურ – დინამიკური გადატვირთვის შედეგად, მაგ. სპორტული ვარჯიშების, ხანგრძლივი ფორსირებული სიარულის დროს. დაავადების გენეზში გარკვეულ როლს ასრულებს გადატვირთვა, ბრტყელტერფიანობა, ტერფის სახსრების მადეფორმირებელი ართროზი. ვლინდება ტკივილით, ლოკალური შეშუპებით, კოჭლობით. დიაგნოზი დგინდება რენტგენოლოიგიური გამოკვლევით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი