Tag Archives: არია

ტრაქეისლორწოვანი გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრაქეისლორწოვანი გარსი – (tunica mucosa)   ამოფენილია მრავალრიგოვანი პრიზმული წამწამოვანი ეპითელიუმით, ტრაქეის ლორწოვანი გარსის საკუთარი ფირფიტა მდიდარია ელასტიკური ბოჭ­კოებით. კუნთოვანი ფირფიტა წყვეტილია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სისხლძარღვოვანი გარსი, საკუთრივ თვალის კაკლის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლძარღვოვანი გარსი, საკუთრივ თვალის კაკლის – (tunica choroidea)  შემაერთებელქსოვილოვანი გარსი, შედგება ოთხი შრისაგან, მდიდარია სისხლძარღვებით, ახორციელებს ბადურას კვებას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სისხლის დეპო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის დეპო – 1. ორგანოები (ღვიძლი, ელენთა, კანი) რომლებშიც შესაძლებელია ინახებოდეს საერთო სისხლმიმოქცევიდან იზოლირებული მთლიანი სისხლის დაახლოებით 50%. ორგანიზმის ჟანგბადისადმი გაზრდილი მოთხოვნილების დროს ან ჰემოგლობინის ნაკლებობისას სისხლი დეპო ორგანოებიდან გადადის საერთო სისხლმიმოქცევაში. 2. სისხლის დეპო  –  ორგანო – რეზერვუარი, სადაც გროვდება სისხლის მნიშვნელოვნი რაოდენობა, რომელსაც ეს ორგანო

Read More

პურკინიეს ბოჭკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პურკინიეს ბოჭკოები – 1. გულის გამტარებელი სისტემის სტრუქტურული ერთეულები. ისინი მდიდარია სარკოპლაზმით, მცირე რაოდენობით მიოფიბრილები და სუსტად განვითარებული სარკოლემა აქვთ. ბირთვები მდებარეობს მათ ცენტრში და არა პერიფერიაზე, როგორც ჩონჩხის მუსკულატურის განივზოლიან ბოჭკოებში. რადგან პურკინიეს ბოჭკოები მიოგენური წარმონაქმნებია, მათ შეუძლიათ გულის კუნთის შეკუმშვის ავტომატიზმის გამპირობებელი იმპულსების გამომუშავება და

Read More

მაკრონუკლეუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკრონუკლეუსი – (macronucleus ბერძნ.macros დიდი და ლათ.nucleus – ბირთვი) – ინფუზორიების დიდი პოლიპლოიდური ბირთვი, რომელიც მდიდარია დნმ – ით და აკონტროლებს უჯრედში ვეგე­ტატიურ და სინთეზურ პროცესებს. ასეთი ბირთვების პოლიპლოი­დიის დონემ შეიძლება რამდენიმე ათასს მიაღწიოს. იხ.მიკრონუკლეუსი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More