Tag Archives: არტერიების

ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია – (თვალის დაავ.) – ჰიპერტონიული დაავადების დროს ბადურასა და მისი სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობა. სიმპტომები. დაავადების საწყის სტადიებში ჩივილები არ არის, მოგვიანებით ვლინდება მუქი ლაქები თვალების წინ, მხედველობის გაუარესება. ოფთალმოსკოპიით მოჩანს რეტინული არტერიების შევიწროება, დაკლაკნილობა, ვენაში მასზე არტერიის გადაკეცვის ადგილას სისხლის სვეტის დამახასიათებელი შეწყვეტები (ჯვარედინი სიმპტომი),

Read More

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია – ფილტვის ღეროს ან ფილტვის არტერიული სისტემის ტოტების  მწვავე ოკლუზია თრომბით, რომელიც წარმოიქმნა სისხლის მიმოქცევის დიდი წრის ვენებში, ან გულის მარჯვენა ღრუებში. ეტიოლოგია, პათოგენეზი ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების გართულებას; დაზიანების დონის მიხედვით განასხვავებენ ფილტვის ღეროს და ფილტვის მთავარი არტერიების თრომბოემბოლიას, წილოვანი და სეგმენტური ტოტების თრომბოემბოლიას, მცირე ტოტების თრომბოემბოლიას. სიმპტომები, მიმდინარეობა

Read More

ფიბროზულ – კუნთოვანი დისპლაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროზულ – კუნთოვანი დისპლაზია – არტერიების არაათეროსკლეროზული, არაანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ელასტიკური ქსოვილის დეგენერაციით, ფიბროზული ან გლუვკუნთოვანი ქსოვილის ზრდით, სისხლძარღვთა სეგმენტური შევიწროებით და ამა თუ იმ ორგანოს იშემიით. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება ღვიძლის არტერიები, რაც იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას. ავადმყოფთა ნაწილს უვითარდებათ ქალაშიდა ანევრიზმები, რომელთა გასკდომაც იწვევს სუბარაქნოიდულ 

Read More

ტვინის ლაკუნა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის ლაკუნა – – თავის ტვინის ქსოვილში მცირე ღრმული, რომელიც წარმოიქმნება ლაკუნური ინფარქტის, მცირე სისხლჩაქცევის ან სისხლძარღვთან მდებარე სივრცის გაფართოების  შედეგად, არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებში ტვინის წვრილი არტერიების ანგიოპათიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სისხლძარღვოვანი უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლძარღვოვანი უკმარისობა – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია არტერიების გაფართოებით; ხასიათდება არტერიული წნევის დაქვეითებითა და ორგანოთა სისხლმომარაგების დარღვევებით. სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის წასვლა, კოლაფსი, შოკი; ქრონიკული ვლინდება არტერიული ჰიპოტენზიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა