Tag Archives: არტერიის

ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერტონიული ანგიორეტინოპთია – (თვალის დაავ.) – ჰიპერტონიული დაავადების დროს ბადურასა და მისი სისხლძარღვების პათოლოგიური მდგომარეობა. სიმპტომები. დაავადების საწყის სტადიებში ჩივილები არ არის, მოგვიანებით ვლინდება მუქი ლაქები თვალების წინ, მხედველობის გაუარესება. ოფთალმოსკოპიით მოჩანს რეტინული არტერიების შევიწროება, დაკლაკნილობა, ვენაში მასზე არტერიის გადაკეცვის ადგილას სისხლის სვეტის დამახასიათებელი შეწყვეტები (ჯვარედინი სიმპტომი),

Read More

ღვიძლის წილაკთაშორისი არტერია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის წილაკთაშორისი არტერია – -(arteria interlobularis hepatica)    ღვიძლის არტერიის უბანი. სისხლი მიაქვს ღვიძლის წილაკში. გაივლის ღვიძლის წილაკებს შორის ტრიადის შემადგენლობაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ღვიძლის ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის ტრიადა – (trias hepatica ბერძნ.trias, triados  –  რიცხვი სამი)   კარის ვენის, ღვიძლის არტერიის და ნაღვლის სადინრის ტო­ტები, რომლებიც ერთმანეთს გასდევს ღვიძლის წილაკებს შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფოლმარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლმარის სინდრომი – სიმპტომოკომპლექსი, რომელიც უნვითარდებათ ავადმყოფებს აორტის მენჯის ტოტებისა და ბადექონის ქვედა არტერიის აუზის ობლიტერაციით. ამ დროს, სირბილისა და ჩქარი სიარულისას ადგილი აქვს შეტევითი ხასიათის ტკივილებს მუცლის ქვედა ნაწილში. ქვედა კიდურებზე პულსი არ ისინჯება. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ურიკოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურიკოპათიები – (ლათ. (acidum) uricum შარდმჟავა + ბერძ. Pathos ტანჯვა, ავადმყოფობა) – დაავადებების ჯგუფი, რომლებსაც საფუძვლად უდევთ პურინების, ქსანტინის, ნუკლეინის მჟავების ცვლის მოშლა, რაც იწვევს სისხლში, შარდში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში შარდმჟავასა და მისი მარილების – ურატების დაგროვებას. ურატები დამაზიანებელ ზემოქმედებას ახდენენ სხვადასხვა ორგანოებზე და სისტემებზე. მაგ.

Read More