Tag Archives: არტერიოლა

არტერიოლიტი

განმარტებითი ლექსიკონი არტერიოლიტი – არტერიოლების (წვრილი არტერიების) ანთება;შეიძლება გართულდეს არტერიული ჰიპერტენზიით.

პრეკაპილარული არტერიოლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრეკაპილარული არტერიოლა – (arteriola precapillaris metariola) აქვს თხელი, არამკვეთრად გამოხატული სამი გარსი, შუა გარსში გლუვკუნთოვანი უჯრედები განლაგებულია ცალკეულად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

გორგლისახლო უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გორგლისახლოუჯრედები  – (cellulae juxtaglomerulares სინ. უჯრედები იუქსტაგლომერული) არტერიოლის კუნთოვან შრეში თირკმლის გორგლის მომტანი თავისებური უჯრედები, რომლე­ბიც განლაგებული არიან იმ უბნებში, სადაც არტერიოლა ეხება ნეფ­რონის დისტალური – (ჩასართავი) ნაწილის მკვრივ ლაქას. ვარაუ­დობენ, რომ ეს უჯრედები გამოიმუშავებენ ცილოვან ნივთიერებას – რენინს, რომელიც მონაწილეობს სისხლის წნევის რეგულაციაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ.

Read More

გორგლის გამომტანი არტერიოლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გორგლის გამომტანი არტერიოლა – (arteriola glomerularis efferens ლათ.glomerulus – გორგალი) კაპილარული გორგლიდან აგროვებს სისხლს. თირკმლის ქერქოვან ნეფრონებში გამომტანი გორ­გლის არტერიოლის დიამეტრი რამდენადმე უფრო მცირეა, ვიდრე მომ­ტან­ არტერიოლაში, ხოლო იუქსტამედულურ ნეფრონებში არტერიო­ლების დიამეტრი მიახლოებით ერთნაირია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More