Tag Archives: არტერიოლების

შარკო – ბუშარის ანევრიზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკო – ბუშარის ანევრიზმა – თავის ტვინის წვრილი არტერიებისა და არტერიოლების ანევრიზმული გაფართოება; წარმოიქმნება მათი ლიპოიდოზისა და ჰიალინოზის ფონზე, ხანგრძლივი არტერიული ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრონიკული ნეფრიტი

ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი ხასიათდება არტერიული წნევის მომატებით და შარდში ცვლილებებით (პროტეინურია, ცილინდრურია), რომლებიც შესაძლებელია უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული. ჩივილები

Read More

პაინსის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პაინსის სიმპტომი – (В. Pines) პრეკორდიალურ მიდამოში კანის გაფერმკრთალება და გაციება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს; გამოწვეულია არტერიოლების რეფლექტორული სპაზმით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მარტორელის სინდრომი

მარტორელის სინდრომი – (F. Martorell, ესპ. ქირურგი) წვივის წინა გვერდითი ქვედა მესამედის წყლული, რომელიც ვითარდება იშემიის შედეგად, რომელიც თავის მხრივ გამოწვეულია ჰიპერტონიით დაავადებულებში არტერიოლების ობლიტერაციით; ხშირია ქალებში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

იუქსტაგლომერული აპარატი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი იუქსტაგლომერული აპარატი – უჯრედთა ერთობლიობა თირკმლის შემკრები არტერიოლების გორგლების შესასვლელში და გამტანი არტერიოლების გასასვლელში, რომლებიც გამოიმუშავებენ რენინს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა