Tag Archives: არ

ანორგაზმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანორგაზმია – ყველაზე უფრო ხშირი ფრიგიდულობის გამოვლინება, განპირობებული სქესობრივი ურთიერთობების დისჰარმონიით. შესაძლებელია წარმოიქმნას მამაკაცის ნაადრევი თესლის დაღვრის, შეწყვეტილი სქესობრივი აქტის, ქალის არასაკმარისი ფსიქოეროტიკული მომზადების, არასწორად შერჩეული პოზის შედეგად. გარდა ამისა, ქალი, როგორც სექსუალური პარტნიორი უფრო დამოკიდებულია მამაკაცზე, რომელიც განსაზღვრავს სქესობრივი აქტის ჩატარების სიხშირეს, რიტმს, ფორმას, ხოლო ქცევის

Read More

აგამაგლობულინემია ლიმფოპენიური

აგამაგლობულინემია ლიმფოპენიური – (agammaglobulinaemia lymphopenica; სინ.: ალიმფოციტური აგამაგლობულინემია, გლანცმან – რინიკერის სინდრომი, იმუნოპარეზის შვეიცარული ტიპი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება მკერდუკანა ჯირკვლის აპლაზიით, ლიმფოციტებისა და პლაზმური უჯრედების არარსებობით ქსოვილებში, იმუნოგლობულინების ყველა კლასის დეფიციტით; ვლინდება სიცოცხლის პირველ თვეებში სეპტიკური პროცესით, ფილტვების, კანის, შარდგამომყოფი გზების დაზიანებით; გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით.

nail – patella სინდრომი

nail – patella სინდრომი – (ინგლ. nail ფრჩხილი; ლათ. patella კვირისტავი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ფრჩხილების, კვირისტავის არარსებობით ან განუვითარებლობით და ნეფრიტის მოვლენებით; გადაეცემა დომინანტური ტიპით.