Tag Archives: ასაკობრივი

ჰიპომნეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპომნეზია – მეხსიერების ან მისი ცალკეული კომპონენტის შესუსტება. შესაძლოა იყოს დროებითი, ფუნქციონალური (გადატანილი ინტოქსიკაციის, ფსიქიკური ღელვისა და სხვ.), განპირობებული ასაკობრივი ცვლილებებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქალთა ფსიქოლოგია, მამაკაცთა ფსიქოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქალთა ფსიქოლოგია, მამაკაცთა ფსიქოლოგია – (ფსიქოლოგია) ფსიქოლოგიის ახალი დარგი, რომლის შესწავლის საგანს წარმოადგენს: 1. სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა ფსიქოფიზიკური, პიროვნული, კოგნიტური განვითარების თავისებურებები; 2. ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება გენდეროისოციალიზაციის ასიმეტრიის, პოლარული სტერეოტიპების (სქესობრივი იდენტურობა; სქესობრივი როლები),  შედეგად, ასაკობრივი განვითარების (მაგალითად, მენოპაუზა) და ფიზიოლოგიური ფუნქციების (მაგალითად, ძუძუთი კვება) თავისებურებების

Read More

ფსიქიკური დიზონტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური დიზონტოგენეზი  – (ბერძ. Psychikos სულიერი)ფსიქიკური განვითარების დარღვევა ბავშვობისა და მოზარდ ასაკში თავის ტვინის ფუნქციის და სტრუქტურების მომწიფების პათოლოგიის შედეგად. განასხვავებენ ანტენატალურ და პოსტნატალურ დიზონტოგენეზს. მის ძირითად ტიპებს წარმოადგენს რეტარდაცია, ან შეფერხებული განვითარება, დისპროპორციული ან დამახინჯებული ფსიქიკური გავითარება, და დარღვეული ფსიქიკური განვითარება მომწიფების ასაკობრივი დისფუნქციის საფუძველზე გაფრთხილება!

Read More

ტოპოგრაფიული ანატომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოპოგრაფიული ანატომია – ანატომიის გამოყენებითი დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის ორგანოებისა და სისტემების ურთიერთგანლაგების ნორმასა და პათოლოგიას ასაკობრივი, სქესობრივი და კონსტიტუციური თავისებურებების გათვალისწინებით. ტოპოგრაფიული ანატომიის მონაცემების საფუძველზე ტარდება რაციონალური ოპერაციები სხვადასხვა ორგანოებზე. სსრკ – ში ტოპოგრაფიული ანატომია ოპერაციულ ქირურგიასთან ერთად დამოუკიდებელი სამედ. დისციპლინა და სწავლების საგანია. ნორმალური ანატ.

Read More

სმენის დაქვეითება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სმენის დაქვეითება – სმენის მყარი დაქვეითება, რომელიც აძნელებს მეტყველების აღქმას. ბავშვებს ხშირად უვითარდებათ მწვავე ან ქრონ. ოტიტის, ცხვირისა და ცხვირ – ხახის დაავადებების (მაგ., ადენოიდები) დროს. სმენის მკვეთრი დაქვეითების მიზეზია შუა ყურისა და კარიბჭე – ლოკოკინას ნერვში მიმდინარე პათოლ. პროცესები. ზოგჯერ შეინიშნება თანდაყოლილი სმენის დაქვეითება, რომელმაც ისევე

Read More