Tag Archives: ასახულია

ჰიპოკრატე

ჰიპოკრატე – ძველი ბერძენი ექიმი, ანტიკური მედიცინის რეფორმატორი, მატერიალისტი. ჰიპოკრატეს ნაშრომებში, რომელიც საფუძველი გახდა კლინიკური მედიცინის შემდგომი განვითარებისა, ასახულია წარმოდგენა ორგანიზმის მთლიანობის შესახებ, ავადმყოფისა და მისი მკურნალობისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება, წარმოდგენა ანამნეზის შესახებ, სწავლება ეტიოლოგიაზე, პროგნოზზე, ტემპერამენტებზე და სხვ. მის სახელს უკავშირდება ექიმის ქცევის, ეთიკისა და მორალის შესახებ წარმოდგენები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Read More

ცენტრომერა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტრომერა – (centrum – ცენტრი და ბერძნ. meros – ნაწილი) – ჩვეულებრივად ქრომოსომის პირველადი (ანუ ცენტრული) გადაზონრვის ადგილას მკვრივი სფერული სხეულაკი, რომელიც მართავს მის გადაადგილებას მიტოზის დროს. ცენტრომერების საშუალებით ქრომოსომები მაგრდება აქრომატული თითისტარას ძაფებზე. ცენტრომერები ქრომოსომებთან, აქრომატულ ძაფებთან და ცენტრიოლებთან ერთად შეადგენს მიტოზურ (ანუ გამყოფ) აპარატს. ცენტრომერების

Read More

რანულა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რანულა – (სტომატ.) ranula სიტყვა – სიტყვით – ,,ბაყაყისებრი სიმსივნე”. ენისქვეშა რეტენციული ცისტა (სახელწოდებაში ,,რანულა” ასახულია ცისტის მსგავსება ბაყაყის ხორხის ბუშტთან). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პიროვნების მიმართულება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიროვნების მიმართულება – (ფსიქოლოგია) მყარი მოტივების ერთობლიობა, რომლებიც ორიენტაციას აძლევენ პიროვნების მოქმედებას და შედარებით დამოუკიდებელნი არიან არსებული სიტუაციებისაგან. პიროვნების მიმართულება ხასიათდება მისი ინტერესებით, მიდრეკილებებით, იდეალებით, რომლებშიც ასახულია პიროვნების მსოფმხედველობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ორმხრივი სვეტოვანი დიაგრამა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორმხრივი სვეტოვანი დიაგრამა – გრაფიკი, რომელზეც ცვლადის ვარირებას ნორმის ზემოთ ან ქვემოთ ასახულია სვეტების მეშვეობით. (სოც.კვლ.,მარკ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა