Tag Archives: ასთმა

ფსიქოსომატიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოსომატიკა – (ფსიქოლოგია)  (ფსიქოსომატური დაავადებები)სამედიცინო ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენას რიგი სომატური დაავადებების წარმოშობაში (ბრონქული ასთმა, ჰიპერტონული დაავადება, 12 – გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ნეიროდერმიტი, არასპეციფიური ქრონიკული პოლიართრიტი). ფსიქოლოგიური ფაქტორები გარკვეულ როლს თამაშობენ სხვა დაავადებების განვითარებაშიც: შაკიკი, ენდოკრინული დარღვევები, ავთვისებიანი წარმონაქმნები და სხვ.

Read More

სილიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სილიკოზი – (silicosis; ლათ. silex, silicis კაჟი + osis)ფილტვების დაავადება, რომელიც ვითარდება სილიციუმის ორჟანგის შემცველი მტვრის შესუნთქვით; წარმოადგენს პნევმოკონიოზის ყველაზე გავრცელებულ და მძიმე სახეს და პრაქტიკულად ყოველთვის არის პროფესიონალური დაავადება. განასხვავებენ დაავადების სამ სტადიას (I, II, III) და სამ ფორმას. პნევმოკონიოზით დაავადებულები ყველაზე უფრო ხშირად უჩივიან ქოშინს,

Read More