Tag Archives: ატრეზიული

საკვერცხის ქერქოვანი ნივთიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკვერცხის ქერქოვანი ნივთიერება – (cortex ovarii / zona parenchymatosa / ) საკვერცხის უდიდესი ნაწილი, რომელიც უშუალოდ გარსის ქვეშ მდებარეობს. წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი ფოლიკულებით, ატრეზიული ფოლიკულებით და ყვითელი სხეულით .  (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

საკვერცხის ატრეზიული ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკვერცხის ატრეზიული ფოლიკული – (folliculus atreticus ლათ. folliculus  –  პარკი, atretos  –  აკრძალული) ფოლიკული, რომელიც ვითარდება ისე, რომ მომწიფებას არ მიაღწევს. საკვერცხეში ატრეზიული  –  ოოციტით დაღუპული ფოლიკულებია. ატრეზიას შესაძლებელია განიცდიდეს როგორც პრიმორდიული, ასევე მზარდი ფოლიკულები. ატრეზიის პროცესი პრიმორდიულ ფოლიკულებში იწყება ოოციტის დეგენერაციით, ხოლო შემდეგ თვით ფოლიკუ­ლოციტებიც გადაგვარდება.

Read More

ატრეზიული სხეული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ატრეზიული სხეული – (folliculus atreticus) აბორტული ყვითელი სხეულები. წარმოიქმნება ფოლიკულების ევოლუციის გარეშე ლუთეინიზაციისა და ატრეზიის დროს. ყვითელი სხეული თავისი ფუნქციონირების პერიოდში გამოყოფს პროჟესტერონს. მისი სტრუქტურა პროჟესტერონის აქტიური სეკრეციის დროს შეესაბამება მისი გაფურჩქვნის სტადიას. ყვითელი სხეული შეიცავს ლუთეოციტებს (lutheocytus – endocrinocytus corporilutei), თეკოლუთეოციტებს (thecolutheocyti), ფაშარ შემაერთებელ ქსოვილსა და

Read More