განმარტებითი ლექსიკონი აუტოაგლუტინაცია – ადამიანის ერითროციტების შეწებება მისი საკუთარი შრატით,რაც გამოწვეულია შრატში სპეციფიკური აუტოანტისხეულების არსებობით.ხშირად აღინიშნება შეძენილი ჰემოლიზური ანემიის (აუტოიმუნური დაავადების) დროს.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოლოზი – ხანტას სინდრომი – – იდიოპათიკური ქალაშიდა გრანულომატოზური ანთება, სავარაუდოდ აუტოიმუნური ბუნებისა, რომელშიც უპირატესად ჩართულია ტვინის მაგარი გარსები კავერნოზული სინუსის მიდამოში. ზოგჯერ პათოლოგიური პროცესი ვრცელდება თვალის ზედა ნაპრალზე და თვალბუდეზე. ზოგჯერ გამოხატულია ზომიერი ეგზოფთალმი, თვალის ფსკერზე ვენური შეგუბების ნიშნები. დიაგნოზის დადგენა ხდება სიმსივნის, ანევრიზმის, ინფექციური დაზიანების
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლის ფერადობის მაჩვენებელი – პირობითი ერთეული, რომელიც ახასიათებს თითოეული ერითროციტის ჰემოგლობინით გაჯერების ხარისხს; გამოიყვანება ჰემოგლობინის შემცველობის შეფარდებით ერითროციტების რიცხვთან. მისი დაქვეითება მიუთითებს ერითროციტების ჰემოგლობინით არასაკმარის გაჯერებაზე (ჰიპოქრომული ანემიები – რკინადეფიციტური, თალასემია); მომატება აღინიშნება ერითროციტების მოცულობის გაზრდისას (ჰიპერქრომული ანემიების – პერნიციოზული, აუტოიმუნური, ჰემოლიზური და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეროდიაგნოსტიკა – ტარდება ანტიგენისა და ანტისხეულის სპეციფიკურ ურთიერთქმედებაზე დამყარებული მეთოდების დახმარებით. საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ სისხლში და ასევე სხვა ბიოლოგიურ სითხეებში, ჰისტოლოგიურ პრეპარატებში ანტიგენები და ანტისხეულები. ფართოდ გამოიყენება მრავალი ინფექციური დაავადებების, ალერგიული, აუტოიმუნური დაავადებების სადიაგნოსტიკოდ, სისხლის ჯგუფების განსასაზღვრავად, ტრანსპლანტანციისას ორგანოთა შეთავსებადობის განსასაზღვრავად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო