Tag Archives: აფექტი

ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი – (სინ.: ტკიპისმიერი პარტახტიანი ტიფი)   მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება პირველადი აფექტის არსებობით, რეგიონალური ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით, გავრცელებადი პოლიმორფული გამონაყრით. გამომწვევია Rickettsia sibirica; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2  –  დან 7 დღემდე, ხშირად 3  –  6 დღეს. პროდრომულ პერიოდში აღინიშნება სისუსტე, დაღლილობა, გაურკვეველი

Read More

შაგასის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შაგასის დაავადება – (C. Chages, ბრაზ. ექიმი; სინ.: ამერიკული ტრიპანოსომოზი)პროტოზოოზი, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ლიმფური კვანძების გადიდებით, კანზე ან კონიუნქტივაში პირველადი აფექტის გაჩენით, ზოგჯერ გულისა და ცენტრალური ნერვული სისტემის  მძიმე დაზიანებით. დაავადების გამომწვევია Trypanosoma cruzi Chages; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 5 – 14 დღეს. დაავადება იწყება შემცივნებით, თავის ტკივილით,

Read More

რეაქტიული მდგომარეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეაქტიული მდგომარეობა – (ფსიქოლოგია)  (ლათ. re – საწინააღმდეგო და actio – მოქმედება) განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა (ფსიქოგენიები), რომელთა კლინიკურ სურათში აისახება ფსიქიკური ტრავმის შინაარსი. გამოყოფენ შემდეგ სახეებს: 1. რეაქტიული დეპრესიები, როდესაც ფსიქოტრავმის შედეგად ადამიანი იმყოფება დათრგუნულ მდგომარეობაში, რაც გამოიხატება შებოჭილობით, გაღარიბებული მიმიკით (ადამიანი ნაკლებმოძრავია, კითხვებზე პასუხობს მიკლედ, არაგამომხატველი

Read More

პირველადი აფექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველადი აფექტი – ინფექციური პროცესის პირველადი აფექტი, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში ინფექტის შეჭრის ადგილზე; წარმოადგენს პირველადი ინფექციური კომპლექსის შემადგენელ ნაწილს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

პათოლოგიური აფექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პათოლოგიური აფექტი – ფსიქიკის ხანმოკლე მოშლა, რომელიც გამოიხატება არაჩვეულებრივად ძლიერი განრისხების უეცარი შეტევით და რომელიც წარმოიქმნება ფსიქიკური ტრავმის პასუხად. პათოლოგიური აფექტი მიმდინარეობს გონების ღრმა დაბინდვით, მოძრაობითი აგზნებით, ავტომატური მოქმედებებით და შემდგომი ამნეზიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა