Tag Archives: აქტივობის

აგზნება

აგზნება – 1. უჯრედის (ქსოვილის) გადასვლის პროცესი მშვიდი მდგომარეობიდან მოქმედ მდგომარეობაში გარკვეული ზემოქმედების (სიგნალის) გავლენით; 2. ფსიქიატრიაში – ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობების საერთო სახელწოდება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ფსიქიკური და მოძრაობითი აქტივობის გამოხატული გაძლიერება.

აბულია

აბულია – ინტერესების, ინიციატივებისა და აქტივობის დაქვეითება, რაიმე ქმედებისათვის საჭირო ინტერესების, სურვილებისა და განზრახვების პათოლოგიური არარსებობა.