Tag Archives: აღნიშვნა

მარკირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარკირება – (ფრანგ.marcuer – აღნიშვნა) ჩანასახის ნაწილების მონიშვნის მეთოდია, რომელიც შემოიღო ფოგტმა (1925). ფართოდ არის გამოყენებული ექსპერიმენტულ ემბრიოლოგიაში. მდგომარეობს ჩანასახის გარკვეული უბნების მონიშვნაში (შეღებილი აგარის ნაჭრები, ტუში და ა.შ.), ეს მონიშვნა საშუალებას იძლევა, გასტრულაციის დროს ყურადღება მიაქციოს მასალის გადაადგილებას, რის საფუძვეზეც შეიქმნა ძირითადად ამფიბიების ორგანოთა პრეზუმპციული რუქა.

Read More

კოგნიტური დარღვევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოგნიტური დარღვევები – ტვინის უმაღლესი ფუნქციების სხვადასხვა დარღვევების კრებითი აღნიშვნა. ჩვეულებრივ უკავშირდება თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ორგანულ დაზიანებას. შესაძლებელია გამოიხატებოდეს მეხსიერების, ყურადღების, ფსიქომოტორული კოორდინაციის, მეტყველების, თვლის, აზროვნების, ორიენტაციის დარღვევით. ვლინდება ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კლინიკური სურათი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კლინიკური სურათი – დაავადებების გამოვლინებებისა და მისი მიმდინარეობის თავისებურებათა ერთობლიობის პირობითი აღნიშვნა. მასში შედის ადგილობრივი სიმპტომები, ზოგადი პათოლოგიური პროცესების ნიშნები და სხვ. დიაგნოტიკურად მნიშვნელოვანი მონაცემები, რომელიც ვლინდება გამოკითხვით, გასინჯვით, ავადმყოფის პალპაციით, პერკუსიითა და აუსკულტაციით, ასევე კლინიკურ – ლაბორატორიული კვლევის მეთოდებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

დიზერგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიზერგია – ორგანიზმის რეაქტიულობის დარღვევის ზოგადი აღნიშვნა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

აუდიტორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აუდიტორია – audience 1.ადამიანთა სოციალური ერთობა, რომელიც გაერთიანებულია კომუნიკატორთან (ინდივიდი ან ჯგუფი, რომელიც ფლობს ინფორმაციას და აწვდის მას ერთობას) ურთიერთქმედების მეშვეობით. (სოც. და მარკ.კვლ.) 2. (ინტ). ზოგადი აღნიშვნა იმ მომხმარებლებისა, რომელ – თათვისაც განკუთვნილია მოცემული საიტი, პორტალი, კომპლექსი ან ინტერნეტის სხვა რესურსი.აუდიტორიის სპეციფიკაზე დამოკიდებულია რესურსის წარმოდგენის სტილი,

Read More