Tag Archives: აღწერილია

ცხვირის წითელი მარცვლოვნება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის წითელი მარცვლოვნება – (granulosis rubra nasi) იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც ვლინდება ცხვირის კანზე წითელი ფერის კვანძების არსებობით. დაავადება გვხვდება ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში; მოზრდილებში აღწერილია ერთეული შემთხვევები. ცხვირის გაწითლებულ კანზე, განსაკუთრებით მის წვერზე და ფრთებზე, ზოგჯერ კი ლოყებზე და ზედა ტუჩზე გაფანტულია მეტ – ნაკლები რაოდენობით

Read More

შარლ ბონეს ჰალუცინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარლ ბონეს ჰალუცინოზი – ჰალუცინოზი, რომელიც ვლინდება უპირატესად მხედველობითი ჰალუცინაციებით, ჩვეულებრივ ადამიანების, ცხოველების, საგნების რეალური გამოსახულებით. მიმდინარეობს ნათელი ცნობიერებისა და შენახული კრიტიკის  ფონზე, რის გამოც ავადმყოფები ასხვავებენ მოჩვენებასა და რეალობას. როგორც წესი, ვითარდება მოხუცებულებში დაქვეითებული მხედველობით. აღწერილია აგრეთვე სმენითი ვარიანტიც – სმენითი ჰალუცინაციები დაქვეითებული სმენის მქონე პირებში.

Read More

ტერმინალური ზღუდარები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტერმინალური ზღუდარები – დესმოსომების სახესხვაობა. ნაწლავის, თირკმლისა და ზოგიერთი სხვა ეპითელიუმის მეზობელი  უჯრედების ციტოპლაზმური მემბრანის  –  პლაზმოლემის სპეციალი­ზებული უბნები. ჩვეულებრივ, ტერმინალური ზღუდარები  უჯრედების აპიკალურ ნაწილშია მათი თავისუფალი ზედაპირის ქვევით. სინათლის მიკროსკოპიაში ეს წარმონაქმნები შესწავლილი და აღწერილია, რო­გორც ჩამკეტი (დამხშობი) ფირფიტები. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ტერმინალური ზღუდარები ციტოპლაზმის გამკვრივებუ­ლი

Read More

სპარგანოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპარგანოზი – (sparganosis)ჰელმინთოზი ცესტოდოზების ჯგუფიდან; იწვევს პლეროცერკოიდები და ხასიათდება შინაგანი ორგანოების, თვალების, კანქვეშა უჯრედისის, კუნთების დაზიანებით.  ადამიანის დასნებოვნება ხდება წყალით, საკვებით (ფრინველის, ბაყაყის და სხვ. დაუმუშავებელი ხორცი), რომელიც შეიცავს პლეროცერკოიდებს. თვალის სპარგანოზის დროს ვითარდება ძლიერი ტკივილები, ცრემლდენა, შეშუპება და ქუთუთოს ფთოზი. ლავრების კანქვეშა უჯრედისში და კუნთებში პარაზიტობისას

Read More

სინგამიდოზი (სინგამოზი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინგამიდოზი (სინგამოზი) – ჰელმინთოზი ნემატოზების ჯგუფიდან, რომელსაც იწვევს Syngamus laryngeus; პარაზიტობს ხორხში, ტრაქეაში და ბრონქებში და იწვევს ლარინგიტს, ტრაქეობრონქიტს. ძირითადად არის ცხოველთა დაავადება, ადამიანებში აღწერილია ერთეული შემთხვევები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა