Tag Archives: ახალშობილებში

ფიბრომატოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბრომატოზები – დისპლაზიური პროცესები შემაერთებელ ქსოვილში, რომლებიც მოკლებულნი არიან ანთებითი რეაქციების ნიშნებსა და თავისებურებებს, რომლებიც დამახასიათებელია რაიმე გარკვეული სიმსივნისათვის. თანდაყოლილი ფიბრომატოზები აღინიშნება ახალშობილებში, ჩვილ ბავშვებში, სკოლამდელებში და მოზარდებში. თანდაყოლილი გენერალიზებული ფიბრომატოზი ხასიათდება მრავლობითი კერებით კანქვეშა უჯრედისში, კუთებში, შინაგან ორგანოებსა და ძვლებში. ისინი დიდდებიან, წარმოიქმნება ახალი კვანძები. კანი

Read More

პორენცეფალია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პორენცეფალია – 1. (porencephalia; ბერძ. poros ხვრელი, გასავალი +enkephalos თავის ტვინი) სხვადასხვა ფორმისა და ზომის პათოლოგიური ცისტური ღრუები, რომლებიც მდებარეობენ თავის ტვინის ქსოვილში. ნეიროქირურგიულ პრაქტიკაში ამ ტერმინით ზოგჯერ აღნიშნავენ ხელოვნურად შექმნილ კავშირს თავის ტვინის გვერდით პარკუჭსა და სუბარაქნოიდალურ სივრცეს შორის. განასხვავებენ ნამდვილ და ცრუ პორენცეფალიას. ნამდვილი პორენცეფალიის

Read More