Tag Archives: ბაზალური

ყვითელი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითელი უჯრედები – (cellulae luteae) ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები, რომელთაც უფრო ხშირად უწოდებენ არგიროფილურ უჯრედებს ან კულჩიცკის უჯრედებს . მათ ყვითელს უწოდებენ მკრთალი ყვითელი ფერის ბაზალური მარცვლოვანების გამო, რომე­ლიც ჩანს ახალი შეუღებავი პრეპარატების შესწავლის დროს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More

ქორეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორეა – (ბერძ. choreia – ცეკვა) კლინიკური სინდრომი: ჰიპერკინეზი, რომელიც ხასიათდება არარიტმული, ქაოსური, სწრაფი ბიძგების უწყვეტი ნაკადით, რომელშიც ჩართულია კიდურების, სახის, ხახის, ტანის სხვადასხვა კუნთოვანი ჯგუფები. განასხვავებენ გენერალიზებულ ქორეას და ჰემიქორეას. ავადმყოფი სიარულისას თითქოს ცეკვავს. მისი უშუალო მიზეზია ბაზალური განგლიების დაზიანება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More