Tag Archives: ბაზოფილურ

ჰიპოფიზის ქრომოფობური ენდოკრინოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზის ქრომოფობური ენდოკრინოციტი – (endo­crinocytus chromophobus / hypophysis / ბერძნ.endon  –  შიგნით, crinein გამოყოფა, philia  –  სიყვარული და hypophysis  –  ტვინის დანამატი) სხვადასხვა დონის დიფერენცირების სტადიაზე მყოფი ჰი­პოფიზის ადენოციტები, რომელთა ციტოპლაზმა სუსტად იღებება ჰის­ტოლოგიურ პრეპარატზე და არ შეიცავს სეკრეციულ გრანულებს; შეიძლება განვითარდეს ბაზოფილურ და აციდოფილურ უჯრედებად. (ც.

Read More

პოხიერი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოხიერი უჯრედები – (ჰეპარინოციტები – ლაბროციტი – labrocytus ქსოვილოვანი ბაზოფილი – basophilus textus) ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომლებიც ციტოპლაზმაში შეიცავენ ბაზოფილური ლეიკოციტების მარცვლოვანების მსგავს სპეციფიკურ ბაზოფილურ მარცვლოვანებას. პოხიერი უჯრედების გრანულები შეიცავს ჰეპარინს (აქედან სინ.ჰეპარინოციტები იხ.). ამ უჯრედებს პოხიერი ეწოდება ბაზოფილური მარცვლოვანებით მათი ციტოპლაზმის გადატვირთვის გამო. ტერმინი შეიმოიღო

Read More

ერგასტოპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერგასტოპლაზმა – (ergastoplasma ბერძნ. ergaston – მუშა იხ.პლაზმა) ენდოპლაზმური ბადის სახესხვაობა, რომლის მემ­ბრანებზე მუდმივად დიდი რაოდენობით რიბოსომებია. ერგასტოპ­ლაზმის ფუნქციური როლია მისი მონაწილეობა ცილების სინთეზში, რომლის ძირითადი ცენტრებია რიბოსომები. უკანასკნელნი განაპი­რობებენ ციტოპლაზმის ბაზოფილიას, აგრეთვე პირონინოფილიას . ერგასტოპლაზმა უფრო მეტად გამოხატულია ცილების აქტუალურად მასინთეზებელი უჯრედების ბირთვისახლო ბაზოფილურ ციტოპლაზ­მაში. ტერმინი

Read More

ეოზინოფილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეოზინოფილები – (eosinophiliae იხ.ეოზინოფილია) სისხლის უფერო უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს მარცვლოვანებას, რომელიც ინტენსიურად იღებება ეოზინით წითლად ან ვარდისფრად. ეო­ზინოფილები ბაზოფილურ და ნეიტროფილურ ლეიკოციტებთან ერთად­ ეკუთვნის მარცვლოვან ლეიკოციტებს, ანუ გრანულოციტებს . ისინი ვითარდებიან ძვლის წითელ ტვინში, გაივლიან რა ჰემოცი­ტობ­ლასტის, პრომიელოციტის, მიელოციტის და მეტამიელოციტის სტადიებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

გრანულოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრანულოციტები – (granulocyti ლათ.granulum – მარცვალი და ბერძნ.cytos – უჯრედი) ლეიკოციტები, რომლებიც თავის ციტოპ­ლაზმაში შეიცავენ სპეციფიკურ მარცვლოვანებას. ამ მარცვლოვანების შეფერილობის მიხედვით არჩევენ ბაზოფილურ, ნეიტროფილურ და ეოზინოფილურ ლეიკოციტებს. მარცვლოვანი ლეიკოციტების, ანუ გრანულოციტებისაგან განსხვავებით, უმარცვლო ლეიკოციტებს, ანუ აგრანულოციტებს მარცვლოვანება არა აქვს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More