Tag Archives: ბანდაჟები ორსულებისთვის

ორსულობის 35-ე კვირა

ორსულობის 35-ე კვირა – შენს პატარას ძალზე მცირე ადგილიღა რჩება მოძრაობისთვის ორსულობის 35-ე (ოცდამეთხუთმეტე) კვირას, რადგან სიგრძეში 45 სანტიმეტრს აღწევს. მისი წონა კი 2,5 კილოგრამს შეადგენს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, იგი ყოველკვირეულად 220 გრამს მოიმატებს. მართალია, „პატარა აკრობატის“ მოძრაობები მრავალფეროვნებით აღარ გამოირჩევა, მაგრამ მისი ბიძგების რეგულარულობა ადრინდელივით უცვლელი რჩება. ფიზიკურად უკვე მზადაც კი არის, რომ ამ

Read More

ორსულობის მე-13 კვირა

ორსულობის მე-13 კვირა – ორსულობის მე-13 (მეცამეტე) კვირაზე ნაყოფს ხელებზე უკვე კარგად ემჩნევა თითები და ვენები. თავის ზომა  მთელი ნაყოფის ერთ მესამედს შეადგენს. თუ გოგონაზე ხარ ფეხმძიმედ, გახსოვდეს, რომ მე–13 კვირას მის საკვერცხეებში 2 მილიონზე მეტი კვერცხუჯრედი წარმოიშვება. გარკვეულწილად, შენს მუცელში უკვე არსებობენ შენი პოტენციური შვილები და შვილიშვილები. ნაყოფი 28 გრამს იწონის, მისი სიგრძე კი

Read More

ორსულობის მე-12 კვირა

ორსულობის მე-12 კვირა როგორ იცვლება ბავშვი ამ პერიოდში აღარ ყალიბდება ახალი ორგანოები. სამაგიეროდ, უკვე არსებულნი იზრდება და ვითარდება. ჩნდება რეფლექსები: ლოკალური სტიმულაცია ნაყოფს საშუალებას აძლევს, ამოძრაოს თვალის პატარა ქუთუთოები, გააღოს პირი, გაატოკოს ხელისა და ფეხის თითები. მალე თითები  მოხრასა და გაშლას, პირი კი წოვით მოძრაობას იწყებს. თუ საკუთარ მუცელს თითს ოდნავ მიარტყამ, აუცილებლად მიიღებ საპასუხო

Read More

ორსულობის მე-11 კვირა

ორსულობის მე-11 კვირა – ორსულობის მე-11 (მეთერთმეტე) კვირას ბავშვის წონა 7 გრამს შეადგენს. მართალია, იგი ზომით ქლიავს არ აღემატება, მაგრამ, ფაქტობრივად, უკვე ჩამოყალიბებულია. ხელები მალე დაიწყებს მოძრაობას, ღრძილებს კი სადაცაა სარძევე კბილები დაემჩნევა. ცოტა უცნაური გარეგნული იერი აქვს: ხელები ფეხებზე გრძელია. ეს პერიოდი იმითაც ხასიათდება, რომ პატარას უკვე შეუძლია თავის მაღლა აწევა, ნიკაპი გამოიყოფა მკერდისგან,

Read More

ორსულობის მე-10 კვირა

ორსულობის მე-10 კვირა – ორსულობის მე-10 (მეათე) კვირაზე ნაყოფი სულ რაღაც 4 გრამს იწონის; მისი სიგრძე 31–დან 42 მილიმეტრამდე მერყეობს. იგი საშვილოსნოს კედელს ეხება, იმავე წამს შორდება,  თავისუფლად მოძრაობს, თუმცა შენ ამას ჯერ ვერ გრძნობ. იმის მიუხედავად, რომ ნაყოფი დაახლოებით ქლიავის ზომისაა, გაგიკვირდება და მისი სხეულის ნაწილები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემები უკვე ჩამოყალიბებულია. ის ყოველდღიურად, განუწყვეტლივ

Read More

English English Georgian Georgian