Tag Archives: ბეჭში

ოსტეობლასტოკლასტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეობლასტოკლასტომა – ძვლის გავრცელებული სიმსივნე. შესაძლებელია მომდინარეობდეს კეთილთვისებიანად და მიაღწიოს მნიშვნელოვან ზომებს, ან შესაძლებელია გადავიდეს ავთვისებიან ფორმაში, იშვიათად გვხვდება პირველადი ავთვისებიანი ოსტეობლასტოკლასტომა. უპირატესად ლოკალიზდება გრძელი მილოვანი ძვლების ბოლო ნაწილებში, იშვიათად ბეჭში, ნეკნებში, მენჯის ძვლებში და სხვ. ვლინდება სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილებით მოსვენებით მდგომარეობისას, ტკივილით მოძრაობის დროს შესაბამის სახსარში

Read More

ნაღვლკენჭოვანი დაავადება

ნაღვლკენჭოვანი დაავადება – (ქირურგ.) ხასიათდება ნაღვლის ბუშტში ან ნაღვლის საერთო სადინარში კენჭების წარმოქმნით. მის განვითარებას ხელს უწყობს ქოლესტერინის და ზოგიერთი მარილის ცვლის დარღვევა, ნაღვლის გამომყოფი გზების ინფექციები, ნაღვლის გამოსვლის დარღვევა ბუშტიდან. კენჭები შეიძლება შედგებოდნენ ქოლესტერინისგან, ბილირუბინისგან, კალციუმის მარილებისგან. სიმპტომები. ყველაზე ტიპიურია ნაღვლის კოლიკა და დისპეფსიური მოვლენები. კოლიკის დროს ვითარდება ტკივილი, ხშირად ძალიან ძლიერი, მარცხენა ნეკნქვეშა

Read More

ნაღვლის საერთო სადინრის დახშობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაღვლის საერთო სადინრის დახშობა – (ქირურგ.) შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ნაღვლის სადინრის მწვავე დახშობა ჩვეულებრივ ვითარდება მასში ან დიდი დუოდენალური დვრილის მიდამოში ნაღვლის კენჭის გაჭედვის შემთხვევაში. ნაღვლის საერთო სადინრის ქრონიკული დახშობა ვითარდება სადინრის, პანკრეასის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის სიმსივნით, ანთებითი ინფილტრატით ზეწოლის შედეგად, აგრეთვე ანთებითი პროცესის

Read More

ანგინოზური ტკივილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგინოზური ტკივილი – ტკივილის სინდრომი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს – მოჭერითი, ზეწოლითი, გამჭოლი ტკივილი, რომელიც ლოკალიზდება გულმკერდის უკან ან მისგან მარცხნივ, ირადირებს მარცხენა მხარში, ხელში, ბეჭში, ზოგჯერ მოიცავს ფერდქვეშა არეს და გადაეცემა ორივე ბეჭში, გრძელდება საათობით, ზოგჯერ კი დღეების განმავლობაში. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული

Read More