Tag Archives: ბიოლოგიური

ანალიზი

ანალიზი – რისიმე შესწავლა მისი ნაწილებად დაშლის გზით. დაშლა შეიძლება იყოს ქიმიური, ფიზიკური, ბიოლოგიური … ხშირად ამ ტერმინს რთავენ ტერმინოლოგიურ გამოთქმებში, რომლებიც მიუთითებენ ანალიზის მიზანს ან მეთოდს. მაგალითად, ფარმაკოლოგიური ანალიზი ნიშნავს, ნივთიერების დაშლას მისი მთლიანად, ან მისი ცალკეული ელემენტების ფარმაკოლოგიური თვისებების შესასწავლად. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ალოგენური

ალოგენური – (ბერძ. allogenes უცხო; ალო – + ბერძ. genos წარმომავლობა) იმუნოლოგიაში, ტრანსპლანტოლოგიაში – იმავე ბიოლოგიური სახეობის სხვა არსების კუთვნილებისა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი