Tag Archives: ბირთვებში

ქრომოცენტრები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოცენტრები – (chromocentra ბერძნ.chroma  –  ფერი და ლათ.centrum  –  ცენტრი)  უჯრედის ბირთვებში ქრომატინის მსხვილი ბელტები, რომელთაც ეწოდებათ აგრეთვე პროქრომოსომები , ანუ კარიოსომები .  (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სითბოს ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სითბოს ცენტრი – თერმორეგულაციის ცენტრი, სპეციფიკურ ნერვულ უჯრედთა ერთობლიობა, რ – იც თავმოყრილია ჰიპოთალამუსსა და ზოგიერთ სხვა ნერვულ სტრუქტურაში და უზრუნველყოფს სხეულის ტემპერატურის მუდმივი დონის შენარჩუნებას თბილსისხლიან ცხოველებსა და ადამიანში. ჰიპოთალამუსის წინა ნაწილში ხდება სითბოს გადაცემის რეგულაციის, ხოლო მის უკანა ბირთვებში  –  სითბოპროდუქციის კონტროლი. სითბოს ცენტრის ზოგი

Read More

პლოიდია

პლოიდია – (ploidia ბერძნ.ploos – ჩალაგება) უჯრედის ქრომოსომული ნაკრები. მომწიფებულ სასქესო უჯრედებს ახასიათებს ბირთვებში ერთი ქრომოსომული ნაკრების შემცველობა (იხ.ჰაპლოიდია, მონოპლოიდია). როგორც წესი, სომატურ უჯრედებს აქვთ ქრომოსომების დიპლოიდური ნაკრები, მაგრამ შესაძლებელია სხვადასხვა გადახრა უჯრედებში ქრომოსომების ტიპური რიცხვიდან, რაც აღინიშნება ტერმინებით „პოლიპლოიდია“ , „ანეუპლოიდია“ , „ჰეტეროპლოიდია“ და სხვ. იხ.აგრეთვე ქრომოსომული აბერაციები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

პირველი რიგის სპერმატოზოიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველი რიგის სპერმატოზოიდები – (spermatozoida primaria ბერძნ. sperma – თესლი, zoon – ცხოველი და eidos – მსგავსი სინ. პირველადი სპერმატოციტები) განვითარებადი მამრობითი სასქესო უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან სპერმატოგონიებიდან და სპერმატოგენეზის ზრდის პერიოდში არიან, შეიცავენ ქრომოსომების დიპლოიდურ ნაკრებს. სპერმატოგონიებისაგან განსხვავებით, ისინი მიტოზურად აღარ იყოფიან. პირველი რიგის სპერმატო­ციტების ზომა ზრდის

Read More

პირველი რიგის ოოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველი რიგის ოოციტები – (oocyti ბერძნ.oon – კვერცხი და cytos – უჯრედი. სინ.ოვოციტები) ოოგონიებიდან განვითარებული მდედრობითი სასქესო უჯრედები, რომლებიც ოოგენეზის ზრდის პერიოდში არიან. მათ ახასიათებს ქრომოსომათა დიპლოიდური რიცხვი. ზრდის პერიოდში პირველი რიგის ოოციტების ბირთვებში გამოვლინდება ქრომოსომები, რაც არის ერთ – ერთი ნიშანი ოოციტების მომზადებისა მომწიფების გაყოფისადმი (მეიოზური,

Read More