Tag Archives: ბირთვის

პიკნოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკნოზი – (pycnosis ბერძნ.pycnosis – გამკვრივება) უჯრედის დეგენერაციის ერთ – ერთი ფორმა. ამ დროს აღინიშნება უჯრედის ბირთვის ზომის შემცირება, მისი გამკვრივება, შეჭმუხნა და ქრომატინის ჰომოგენური მასის ინტენსიური შეღებვა (ჰიპერქრომატოზი) ქრომატინის შემდგომი დაშლით წვრილ ბელტებად, რომლებიც გაიწოვებიან. ამ პროცესს საფუძვლად უდევს ბირთვის ნივთიერების კოლოიდების გამკვრივება წყლის დაკარგვასთან დაკავშირებით.

Read More

პერინუკლეური სივრცე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერინუკლეური სივრცე – (spatium perinucleare ბერძნ. peri – ახლოს და ლათ.nucleus – ბირთვი) სივრცე ბირთვის მემბრანის გარე და შიგა ფურცლებს შორის. მისი ზომა ფართო ფარგლებში მერყეობს. საშუალოდ ის 100 – 200 Ao – ს უდრის, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება 1000 Ao – საც მიაღწიოს. მრავალი მკვლევარის მონაცემების თანახმად,

Read More