Tag Archives: ბირთვული

წლიური დოზური ზღვარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წლიური დოზური ზღვარი – ადამიანის დასხივების ეფექტური დოზა, რომელიც არ უნდა იქნეს გადაჭარბებული ერთი წლის განმავლობაში. (საქართველოს კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შარდმჟავა ინფარქტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარდმჟავა ინფარქტი – (ლათ. Infarctus)თირკმლის დვრილებში შარდმჟავას კრისტალების დაგროვება. ახალშობილებში შარდმჟავა ინფარქტი შესაძლებელია წარმოიქმნას სიცოცხლის პირველ დღეებში ბირთვული ერითროციტების დაშლის შედეგად და პურინული ცვლის გამოხატული ინტენსივობით. ამასთან ნეფროჰიდროზის ნიშნები, თირკმელების ინტერსტიციული ანთებისა და მისი ფუნქციის დარღვევის ნიშნები არ აღინიშნება. მოზრდილებში შარდმჟავა ინფარქტი იშვიათია, ზოგჯერ გვხვდება ინფექციური დაავადების,

Read More

ქრომატინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომატინი – (chromatinum ბერძნ.chroma, chromatos  –  შეღებვა, ფერი)  უჯრედის ბირთვის ნივთიერება, რომელიც ძირითადი საღებარებით ძლიერ იღებება. ქიმიურად ქრომატინი რთული ცილაა, რომლის შემადგენლობაში შედის დნმ და ჰისტონები. ბირთვული ქრომატინის დნმ იძლევა ფელგენის დადებით რეაქციას, რასთან დაკავშირებითაც ზოგჯერ ქრომატინს ფელგენ – პოზიტიურ ნივთიერებას უწოდებენ. ქრომატინი შედგება სხვადასხვა თვისებების ორი

Read More

ფიზიკური დაცვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიზიკური დაცვა – ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომლის მიზანია ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებთან, ბირთვულ მასალებთან, რადიაქტიურ ნივთიერებებთან, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან, რადიაქტიურ ნარჩენებთან, ბირთვულ ტექნოლოგიებთან და ნოუ – ჰაუებთან, აგრეთვე მათთან დაკავშირებულ ტექნიკურ და სხვა დოკუმენტაციასთან უნებართვო შეღწევის დაუშვებლობა; (საქართველოს კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ)

Read More

უსაფრთხოება, ბირთვული და რადიაციული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უსაფრთხოება, ბირთვული და რადიაციული – ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ბირთვული და რადიაციული ობიექტების მუშაობისა და ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხო პირობებს, გამორიცხავს გარემოს რადიაციულ დაბინძურებას; (საქართველოს კანონი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა