Tag Archives: ბირთვში

პოლიპლოიდური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიპლოიდური უჯრედები – (cellulae polyploidiae იხ.პოლიპლოიდია) ჩვეულებრივ მსხვილი ანდა გიგანტური უჯრედებიც კი, რომლებიც ბირთვში შეიცავენ ქრომოსომების მრავალრიცხოვან (ორზე მეტ) ნაკრებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ოქსიქრომატინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოქსიქრომატინი – (oxychromatinum ბერძნ.oxys – მჟავე და იხ.ქრომატინი) უჯრედის ბირთვში ქრომატინის ბელტები, რომლებიც იღებებიან მჟავე საღებარებით, ბაზიქრომატინისაგან განსხვავებით, რომელიც ძირითადი საღებარებით იღებება. ეს ტერმინები ეკუთვნის ჰაიდენჰაინს (1894). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს

Read More