Tag Archives: ბლასტომერების

მეროციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეროციტები – (merocyti ბერძნ.meros – ნაწილი და cytos – უჯრედი) 1. ჭარბი სპერმატოზოიდების ბირთვები, რომლებიც მოხვდნენ კვერცხუჯრედში, მაგრამ მის ბირთვს არ შეუერთდნენ; 2. თევზებისა და ფრინველების დისკობლასტულაში ბლასტომერების ბირთვები, რომლე­ბიც მთლიანად არ არიან გამოყოფილი დაუყოფელი ყვითრისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ინფორმოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინფორმოსომები – (informosomata ლათ.informare – შეტყო­ბი­ნება და ბერძნ.soma, somatos – სხეული) რიბონუკლეოპრო­ტეიდული ნაწილაკები, რომლებიც ბლასტომერების ბირთვებში წარ­მოიქმნებიან გაყოფის დროს. ციტოპლაზმაში მოხვედრისას მათ გადააქვთ გენეტიკური ინფორმაცია, რამდენიმე ხნის განმავლობაში თავისუფალ მდგომა­რეობაში რჩებიან და რიბოსომებს არ უერთდებიან. ჩანასახის განვითა­რების უფრო მოგვიანებით სტადიებზე ინფორმოსომები უერთდება რიბოსომებს, რომლებშიც მანამდე ცილების სინთეზი

Read More