Tag Archives: ბლუმბერგის

შჩოტკინ – ბლუმბერგის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შჩოტკინ – ბლუმბერგის სიმპტომი – ტკივილის მკვეთრი გაძლიერება მუცელში, რომელიც წარმოიქმნება მასზე პალპაციისას ხელის სწრაფი აწევის დროს; წარმოადგენს პერიტონიტის ერთ – ერთ ნიშანს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პელვიოპერიტონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პელვიოპერიტონიტი – (გინეკ.) მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთება. სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება მკვეთრი ტკივილებით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, მუცლის შებერილობით, განავლის და აირების შეკავებით, ტემპერატურის მომატებით, მაჯისცემის გახშირებით. ენა მშრალია, დაფარულია თეთრი ნადებით. მუცლის პალპაციისას ვლინდება მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა მის ქვედა ნაწილში, შოტკინ – ბლუმბერგის დადებითი სიმპტომი.

Read More

ნაწლავის პერფორაცია

ნაწლავის პერფორაცია – (ქირურგ.) ჩვეულებრივ გხვდება როგორც მუცლის ტიფის, ტუბერკულოზური წყლულების გართულება, ზოგჯერ აღინიშნება სხვა ანთებითი პროცესების და ცეცხლნასროლი ჭრილობების დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. უეცრად ვითარდება ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ვლინდება მწვავე ტკივილები მუცლის არეში. პალპაციით მკვეთრადაა გამოხატული მუცლის დაჭიმულობა მის მთელ სიგრძეზე, აღინიშნება შოტკინ – ბლუმბერგის სიმპტომი. მუცლის ტიფის დროს პერფორაციის სიმპტომები დაფარულია ავადმყოფის მძიმე

Read More

მშობიარობის შემდგომი მენჯისმიერი პერიტონიტი (პელვიოპერიტონიტი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მშობიარობის შემდგომი მენჯისმიერი პერიტონიტი (პელვიოპერიტონიტი) – ინფექციის გამომწვევია სეპტიკური ჯგუფის მიკრობები, იშვიათად გონოკოკი. ინფექცია ძირითადად ვრცელდება ლიმფოგენურად საშვილოსნოდან. არაიშვიათად წარმოადგენს სალპინგოოფორიტის გართულებას. პერიტონეუმის დაზიანება იწვევს სეროზული ან ჩირქოვანი ექსუდატის წარმოქმნას. პროცესი შემოიფარგლება მენჯის მიდამოთი. სიმპტომები, მიმდინარეობა. ვითარდება მშობიარობიდან 1 – 2 კვირაზე. იწყება მწვავედ, მაღალი ტემპერატურით, აღინიშნება

Read More

ბატლერ – ოლბრაიტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბატლერ – ოლბრაიტის სინდრომი – ქრონიკული მილაკოვანი აციდოზი,ფოსფატ – დიაბეტი, ჰიპოფოსფატემიური ტუბულოპათია, რაქიტი – რეზისტენტული ვიტამინ”დ” – ს მიმართ. რენალური – ტუბულური აციდოზი. სინდრომი ყალიბდება ინტერსტიციული აღმავალი პიელონეფრიტის შედეგად. ამ დროს მკვეთრად ქვეითდება წყალბადის იონების გამოყოფა თირკმლებით, სამაგიეროდ აღინიშნება ბიკარბონატების, კალიუმისა და კალციუმის გაძლიერებული გამოყოფა. არის მეტაბოლური

Read More