Tag Archives: ბოჭკოს

სარკოლემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარკოლემა – (sarcolemma ბერძნ. sarx, sarcos  –  ხორცი, სხეული, lemma  –  გარსი)  კუნთოვანი ბოჭკოს პლაზმოლემა მის გარშემო მყოფ ბაზალურ მემბრანასთან ერთად. თხელი გარსი, რომელიც გარს ეკვრის ჩონჩხის განივზოლიან კუნთოვან ბოჭკოს. შედგება სამი კომპონენტისაგან: 1. მიოსიმპლასტის პლაზმოლემა; 2. ბაზალური­ მემბრანა და მათ შორის 3. კამბიური  უჯრედები  –  მიოსატელიტოციტები

Read More

რეტიკულური ბოჭკო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულური ბოჭკო – (fibra reticularis)   შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენური ბოჭკოს სახესხვაობა, რომელიც შეიცავს ცილა კოლაგენს (III ტიპის) და ნახშირწყლების მომატებულ რაოდენობას. მორფოლოგიური დახასიათება: უფრო თხელია, იტოტება, ქმნის ბადეს, ვერცხლის მარილებით იმპეგნირებისას მკვეთრად არგიროფილურია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More